Wednesday 23 March 2016

nagazi

მომ­ხიბ­ლავ თოი პუ­დელს მოს­წონს ახ­ლო­ბელ­თა წრე­ში ყოფ­ნა და იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნია მო­ხუ­ცე­ბი­სა და ნაკ­ლე­ბად საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის – მათ­თვის , ვი­საც დრო აქვს, რომ ამ პა­წა­წი­ნა ჯამ­ბა­ზის ტა­კი­მას­ხა­რო­ბით გა­ერ­თოს. თოი პუ­დე­ლი იმ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­დე­ლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი­ა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იყე­ნებ­დნენ ნა­ნა­დი­რე­ვი ფრინ­ვე­ლის მო­სა­ტა­ნად. (იხ. გვ. 190). გარ­კვე­ულ დროს ამ სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის ძაღ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ ცირ­კის მეს­ვე­უ­რე­ბი, რად­გან ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი იყო. მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი თოი პუ­დე­ლი ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რია და პატარა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. ის უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და გაკ­რი­ჭოთ ყო­ველ ექვს ან რვა კვი­რა­ში ერ­თხელ. ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ და გა­უ­სუფ­თა­ვეთ ყუ­რე­ბი, რომ გო­გირ­დი არ და­უგ­როვ­დეს ან ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას. ამო­ა­ჭე­რით ყუ­რის ღრუ­ში ამო­სუ­ლი თმაც. ძვე­ლად პუ­დელს ტან­ზე ბეწვს კრეჭ­დნენ, რომ ცურ­ვის დროს ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­ე­შა­ლა, სახ­სრებ­სა და კუდ­ზე კი უტო­ვებ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ პატ­რონს ბატ­კა­ნი­ვით ერთ ზო­მა­ზე გაკ­რე­ჭი­ლი ძაღ­ლი ურ­ჩევ­ნი­ა. თოი პუ­დე­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენ­და ესა­ჭი­რო­ე­ბა.
თოი პუ­დე­ლი ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რია და პატარა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. ის უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და გაკ­რი­ჭოთ ყო­ველ ექვს ან რვა კვი­რა­ში ერ­თხელ. ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ და გა­უ­სუფ­თა­ვეთ ყუ­რე­ბი, რომ გო­გირ­დი არ და­უგ­როვ­დეს ან ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას. ამო­ა­ჭე­რით ყუ­რის ღრუ­ში ამო­სუ­ლი თმაც. ძვე­ლად პუ­დელს ტან­ზე ბეწვს კრეჭ­დნენ, რომ ცურ­ვის დროს ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­ე­შა­ლა, სახ­სრებ­სა და კუდ­ზე კი უტო­ვებ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ პატ­რონს ბატ­კა­ნი­ვით ერთ ზო­მა­ზე გაკ­რე­ჭი­ლი ძაღ­ლი ურ­ჩევ­ნი­ა. თოი პუ­დე­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენ­და ესა­ჭი­რო­ე­ბა.

No comments:

Post a Comment